მინიმუმამდე უნდა დავიდეს თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების შესაძლებლობა და მაქსიმალურად მოხდეს პროცესების დისტანციურად მართვა – მთავრობა სახელწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს გამკაცრებული რეკომენდაციებით მიმართავს.
ამასთან ერთად, მკაცრად კონტროლდება საკვები მარაგების არსებობა და მათი ფასები. აუცილებელი პროდუქტების რაოდენობა 7-დან 9-მდე გაიზარდა.