საქართველოში ამ დროისთვის „კოვიდ 19“-ის 38 დადასტურებული შემთხვევაა. დღეს დილით ახალი კორონავირუსი კიდევ ოთხ პაციენტს გამოუვლინდა, აქედან ორი, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ორს კი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტები აკვირდებიან.
ექიმებისა და თავად ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ყველა მათგანს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პაციენტთან და შემთხვევები ე.წ. მეოთხეულ გადაცემას არ უკავშირდება.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ჩაგვერთვება მარიამ სეთურიძე – თუ არის ცნობილი, იმყოფებოდნენ თუ არა პაციენტები თვითიზოლაციაში?