მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ 62 წლის ქალთან, სავარაუდოდ 1700-მდე პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტი იკვეთება. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს. მისი თქმით, მათი ყველას გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო. თავად მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.
მარიკა შალიკაშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში კლინიკის ტერიტორიიდან.