კორონავირუსის ტესტების მარაგი ქვეყანაში ხვალ შემოვა, ზეგიდან ანუ ოთხშაბათიდან კი მიზნობრივი ჯგუფების შემოწმება დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ასევე განმარტა, თუ რატომ არ უტარდებათ ტესტირება უსიმპტომო პაციენტებს პირველ დღეებში. პაატა იმნაძემ კი მოქალაქეებს მოუწოდა, მედიკამენტები, რომლებიც ვირუსის მკურნალობის პროცესში გამოიყენება, თვითნებურად არ მიიღონ. მისივე ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი პრაქტიკულად დადგენილია.
მარიამ სეთურიძე დეტალებით.