„კოვიდ-19“-ის მაჩვენებლების გაუარესების ფონზე ახალ გზავნილებს იღებს ბიზნესი.
ლოკალური შეზღუდვები მოსალოდნელია, თუმცა საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ან სხვა მკაცრი ზომების მიღება არ განიხილება. ხელისუფლება მოქალაქეების ჯანმრთელობასთან ერთად ნომერ პირველ ამოცანად ეკონომიკის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას ასახელებს. უკვე დაანონსდა სიახლეა ავია-ბაზარზე. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კომპანია „ვიზეარი“ ოქტომბრის დასაწყისიდან ქუთაისიდან რიგისკენ ფრენებს ისევ განაახლებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან კომპანია „რაინეართანაც“. თუმცა ფრენების დროს ბორტზე დაცული უნდა იყოს მთელი რიგი რეგულაციები.
რას ნიშნავს ბიზნესისთვის ვირუსთან ადაპტაციის ეტაპზე გადასვლა, რაც დღეს არაერთხელ ახსენეს, – თემას გენო ოსიყმაშვილი განავრცობს.