მზარდია კორონავირუსის ნეგატიური ეფექტები ქვეყნის ეკონომიკაზე.
ზარალი ყველაზე მეტად სასტუმროების ბიზნესზე აისახება. მკვეთრად არის შემცირებული ტურისტული ნაკადები. მარტო ჩინეთის შემთხვევაში მაჩვენებელი განსხვავებულია. შექმნილ ვითარებაში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას გადასახადების გადავადებას და საბანკო სექტორთან შუამდგომლობას სთხოვენ. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერებას გულისხმობს. ყოველთვიური ზარალი ციფრებში დათვლილი არ არის, თუმცა ეკონომისტები ათეულობით მილიონ ლარს პროგნოზირებენ.