ბავშვებში პოსტკოვიდური პერიოდის მნიშვნელოვანი გართულებები გამოვლინდა. კორონავირუსის გართულებული ფორმა ძირითადად 21 წლამდე პაციენტებში ფიქსირდება და მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი და კავასაკის სინდრომი ეწოდება. ის არასრულწლოვნებში ვირუსის გადატანიდან ძირითადად 4-6 კვირის შემდეგ ვლინდება. კავასაკის სინდრომი მიმდინარეობს უფრო მცირე ასაკის ბავშვებში, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი კი, უფრო მოზრდილებში – ხუთიდან 21 წლამდე. დამახასიათებელი სიმპტომებია ცხელება, მუცლის ტკივილი, გამონაყარი, ტერფებისა და მტევნების შეშუპება. მედიკოსები მოუწოდებენ მშობლებს, მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი მულტიპროფილურ კლინიკებში გადამისამართდეს. პედიატრი თემურ მიქელაძე განმარტავს, რომ დროული მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტი განიკურნება.