კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების მაქსიმალური და ახალი შემთხვევების მინიმალური რაოდენობა. ბოლო ერთი დღის მონაცემი და შენარჩუნებული პოზიტიური ტენდენცია. დადებითობის მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა 2%-ზე ნაკლები.
გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში მუშაობის დაწყებისთვის მზად არიან კაფე-რესტორნებიც.