საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი, შესაბამისად, მათი რაოდენობა სულ 940 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში – 6588 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 323 პირი.
ცნობილია თუ არა ახალი კოვიდპაციენტების დაინფიცირების წყარო და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თათია ტაბეშაძე გვეტყვის.