კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის ყოველდღიურად მზარდი მაჩვენებელი – დედაქალაქის შემდეგ, ახალი შემთხვევების ნახტომისებური მატება უკვე რეგიონებშიც ფიქსირდება. არსებულ მონაცემს დღეს 5 450 ინფიცირებული დაემატა. მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. გასულ დღე-ღამეში 37 პაციენტი გარდაიცვალა. შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში, გაფართოებულია ტესტირების რაოდენობა. დღიურად 20 ათასი ადამიანის შემოწმებაა უკვე შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირებულია 27 456 მოქალაქე. 1 116 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. კლინიკებში კვლავ პრობლემურია პაციენტების მიღების საკითხი.