ბათუმში საგანგებო ზომები ტარდება. კორონავირუსის დღევანდელი 20 შემთხვევიდან ექვსი ისევ აჭარას უკავშირდება. დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ ბათუმში „კოვიდ-19“-ის ახალი ფაქტებია გამოვლენილი, რომლებიც ხვალინდელ სტატისტიკაში აისახება. თუმცა მათ შორის არცერთი არ უკავშირდება ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისს“, სადაც 500-ზე მეტი ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია.
შესამოწმებელია 400-მდე პირი. ჩაქვში სამედიცინო კონფერენციაზე დასასწრებად ჩასული ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკა „ავერსის“ რუსთავის ფილიალის თანამშრომელია. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების კვალდაკვალ მკაცრდება თავშეყრის ადგილების კონტროლი. ბათუმში მდებარე ოთხი კლუბი საერთოდ დახურეს.