კორონავირუსი – ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

21:20, 03.09.2020

 ბათუმში საგანგებო ზომები ტარდება. კორონავირუსის დღევანდელი 20 შემთხვევიდან ექვსი ისევ აჭარას უკავშირდება. დღის ბოლოს ცნობილი ხდება, რომ ბათუმში „კოვიდ-19“-ის ახალი ფაქტებია გამოვლენილი, რომლებიც ხვალინდელ სტატისტიკაში აისახება. თუმცა მათ შორის არცერთი არ უკავშირდება ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისს“, სადაც 500-ზე მეტი ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია.

შესამოწმებელია 400-მდე პირი. ჩაქვში სამედიცინო კონფერენციაზე დასასწრებად ჩასული ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკა „ავერსის“ რუსთავის ფილიალის თანამშრომელია. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების კვალდაკვალ მკაცრდება თავშეყრის ადგილების კონტროლი. ბათუმში მდებარე ოთხი კლუბი საერთოდ დახურეს.

მსგავსი