კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, სამის წყარო კი უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1455 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1196-ს შეადგენს. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 232 ინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 18 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.