„კოვიდ 19“-ის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში. გუბერნატორის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მისივე თქმით, იმერეთის რეგიონში მკურნალობის კურსს 450 კოვიდინფიცირებული გადის. 1800 პირი თვითიზოლაციაში, 200 კი კარანტინში იმყოფება.