კორონავირუსი - დაწესებული შეზღუდვები 

საქართველო მწვანე ზონაში აღარ არის.

ბოლო ორი კვირის შემთხვევათა ჯამური მონაცემი 100 000 მოქალაქეზე 10-ს გადასცდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ყვითელ, ანუ შუალედურ ზონაშია. თუ მაჩვენებელი 30-ს ასცდება, ეს უკვე წითელ ზონაში მოხვედრას ნიშნავს. მარტისა და აპრილისგან გასხვავებით, ამჯერად საკარანტინო რეჟიმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას, თუმცა დაავადების გავრცელების შესაკავებლად მაღალი რისკის ზონებში მოსალოდნელია ცალკეული შეზღუდვების ამოქმედება. დღეიდან აიკრძალა ღია სივრცეში ღამის კლუბების მუშაობა. გარკვეული რეგულაციები წესდება ღია ცის ქვეშ დაგეგმილ ღონისძიებებზეც. მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც. დღეს მედია მთავრობის სხდომის გასაშუქებლად მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში საერთოდ არ დაუშვეს.