მძიმე კოვიდ-სტატისტიკის პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს ოქტომბრის არჩევნები უსაფრთხოდ, – პრემიერის განცხადებით, უახლოეს დღეებში ცესკო-ს თანამშრომლებს ოფიციალურად შესთავაზებენ ვაქცინაციას. მთავრობის მეთაური პარტიებს და მათ კანდიდატებს, მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ პროცესში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ცესკო-ს თანამშრომლების ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად დაკომპლექტდება, საარჩევნო ადმინისტრატორების რაოდენობა დაახლოებით 70 ათასს მიაღწევს და ცესკო-მ უნდა შეძლოს მათი მაქსიმალური რაოდენობის ვაქცინაცია.