რა კვალს ტოვებს „კოვიდ-19“ პაციენტის ორგანიზმში, როგორ შეიძლება შეფასდეს პოსტ-კოვიდური მდგომარეობა და ითვლება თუ არა ადამიანი ჯანმრთელად, რაც ტესტის შემდეგ მას კორონავირუსი აღარ უფიქსირდება, – არსებული დაკვირვებით ახალი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს მისი მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება კვლავ გამოუვლინდეს, თუმცა უცნობია რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა. ამის შესახებ ექიმებისთვის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ახალ კოვიდ-გზამკვლევშია საუბარი.