კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 2 619 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა 79 360-ს აღწევს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 24 963 პაციენტი. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ჩინეთშია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი მძიმე ვითარება სამხრეთ კორეაშია, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით იტალიაში. რთული სიტუაცია ირანშიც, სადაც ვირუსით უკვე 50 ადამინი დაიღუპა.