საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 29 წლის მამაკაცია.
სულ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმეტესობა, 1 134 კოვიდპაციენტი კვლავ თბილისს უკავშირდება, დანარჩენი კი რეგიონებზე ნაწილდება. პარალელეურად ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ტესტირება გრძელდება.