აუცილებლად ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 11 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა. „კოდიდ-19“ დამატებით კიდევ 887 მოქალაქეს გამოუვლინდა. აქედან ყველაზე დიდი მაჩვენებელია აჭარაში – 342 შემთხვევა, შემდეგ თბილისში 277 და იმერეთში 198. ლეტალური შემთხვევები დაფიქსირდა როგორც თბილისში, 5 ფაქტი, ასევე რეგიონებში. სამი პაციენტი დაიღუპა ბათუმში, 2 იმერეთში, ერთი გორში. ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ“-კლინიკებში 70-ზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტია.
თათია ტაბეშაძე დეტალებით.