კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევიდან, რვა ლილოს ბაზრობას უკავშირდება. ამიტომ იქ დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტერიტორიაზე სპეციალისტების ორი ჯგუფი იმუშავებს და ინფიცირებულთა კონტაქტებს გამოიკვლევს.
თათია ტაბეშაძე გვერთვება – დაიწყო თუ არა უკვე ბაზრობაზე სკრინინგი?