კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა და ბოლო 24 საათში კიდევ ორი გარდაცვლილი პაციენტი – ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. სპეციალისტები მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარების აუცილებლობისკენ მოუწოდებენ, რაც ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ერთადერთი საშუალებაა. „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევებიდან 34 დედაქალაქშია. კიდევ ერთი გარდაცვლილი კი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.