ახალი კლასტერების გაჩენის ფონზე სულ უფრო მძიმდება ეპიდემიოლოგების პროგნოზები. ქვეყნის მასშტაბით მდგომარეობა ჯერ კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას მზარდ რისკებზე და საფრთხეებზე მიანიშნებენ. თუ ბოლო დღეებში შექმნილი მოცულობითი კლასტერების რაოდენობა გაიზრდება, ვითარება, შესაძლოა, უმართავი გახდეს – ასეთია დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგნოზი.
დღიური ორნიშნა მაჩვენებლები ქვემოთ არ იწევს: დღეს კორონავირუსი ჯამში 14 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის კიდევ ერთხელ გადავადება არ განიხილება, თუმცა გამორიცხული არ არის.