ახლა კი სამი დათვის ზღაპრის თანამედროვე ვერსია უნდა გიამბოთ – კოპალა, ჩოფიკა და გარინჩა თავისუფალ დათვებად დაიბადნენ და სიცოცხლის პირველი თვეები ბუნებრივ გარემოში გაატარეს. შემდეგ კი ადამიანის სისასტიკის გამო, დაობლდნენ და ტყვეობაში აღმოჩდნენ. თბილისის ზოოპარკმა, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, დათვის ბელებისა და სხვა საფრთხეში მყოფი სახეობების გადარჩენისა და რეაბილიტაციის პროგრამა წამოიწყო. დღეს სწორედ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს წარმოგიდგენთ, რომლებიც სამ დაობლებულ დათვს ბუნებრივ გარემოში დაბრუნებაში დაეხმარნენ.
სტუმრები: მზია შარაშიძე – თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; თორნიკე ფულარიანი – გაერო-ს განვითარების პროგრამის, BIOFIN-ის პროექტის მენეჯერი.
ახალი დღე