ვინ იქნება მომდევნო სახალხო დამცველი – ომბუდსმენის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები იწყება. შეხვედრა ორ საათში დაიწყება. პარტია „ლელოს“ წევრები აცხადებენ, რომ დისკუსიაში ჩაერთვებიან. შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „სტრატეგია აღმაშენებელში“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი გადაწყვეტილება ისევ არ მიუღიათ. მმართველი გუნდი კი მიუთითებს, რომ პროცესში ყველა მხარის მონაწილეობა აუცილებელია.
შეგახსენებთ, სამი დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებები დამტკიცდა, თუმცა, ამ პროექტს ოპოზიციის ნაწილის – „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდაჭერა არ ჰქონია.