რა ფორმით უნდა ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მონაწილეობით საკითხზე მმართველი გუნდი კონსულტაციას პირველ დღეს მართავს. განსახილველ საკითხებს შორის არის ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება, პარტიების დაფინანსება თუ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მოპოვების წესი. კონსულტაცია კახეთში იმართება.
სალომე ქოქიაშვილი გვერთვება დეტალებით.