„ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები არჩევნების მეორე ტურისთვის ინტენსიურად გრძელდება. დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებიან.
პარტიაში ასევე იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც. საუბრის ძირითადი თემა მეორე ტურში გამარჯვების მოპოვება და კონკრეტული პრობლემების უმოკლეს ვადაში მოგვარებაა. ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იმყოფებიან.