კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ოფისში

კონსულტაციები მეორე ტურისთვის „ქართულ ოცნებაში“ ინტენსიურად გრძელდება. მორიგი სხდომისთვის პარტიის ოფისში უმრავლესობის წევრები ამ წუთებში იკრიბებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაესწრებიან.

შექმნილია სპეციალური შტაბიც, რომელიც მოსახლეობასთან შესაბამისი გზავნილებით შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.