კონსულტაციები მმართველ გუნდში.
პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი უკვე დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობას არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის განსახილველად შეხვდა. უკვე მეორე კვირაა, რაც ერთიანი პროექტის მისაღებად ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ ხერხდება. გუნდში ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე და მთავრობის მეთაურის მიმართვაზე მოსკოვიდან მიღებული პასუხიც შეფასდა.
შორენა ხვიჩიამ მოისმინა კონსულტაციების შემდეგ გაკეთებული განცხადებები.