კონსულტაციები პარლამენტში

ყოფილი თანაგუნდელების გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა.

პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის კონსულტაციები დაიწყო.

ყოფილი მმართველი პარტიის მოქმედი და ყოფილი წევრები მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე თათბირობენ. არ არის გამორიცხული, რომ ძველმა თანაგუნდელებმა რვა მუნიციპალიტეტში, ხუთ ქალაქსა და თბილისის ერთ ოლქში დაგეგმილ არჩევნებზე ერთმანეთს კანდიდატურები არ დაუპირისპირონ.