სამი საპარლამენტო ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმშია. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პლენარულ სხდომებს მხოლოდ სამ შემთხვევაში დაესწრებიან – საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და პრემიერისა და შს მინისტრების მოსმენისას. შეგახსენებთ, „ლელო“ ინიციტივით გამოვიდა, რომ უნდობლობის პროცედურები დაიწყოს მთავრობის წინააღმდეგ, რასაც 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, კენჭისყრაზე კი, საბოლოო გადაწყვეტილებას – 76.
მოამბე