ვინ გახდება ნატოს ახალი გენერალური მდივანი – სამჯერ გაზრდილი ვადის და ცხრაწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ იენს სტოლტენბერგი უფლებამოსილების გახანგრძლივებას აღარ აპირებს და სექტემბერში წასვლას გეგმავს.
ახლა მთავარი ინტერესი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შემცვლელის შერჩევისკენაა მიმართული. არსებობს ოთხი კანდიდატურა, თუმცა ოთხივე მათგანს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რის გამოც კონსენსუსის მიღწევა, დიდი ალბათობით, გართულდება. მითუმეტეს უკრაინის ომის და იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი 2022 წლის თებერვლის შემდეგ დადგა. ნატოში სწორედ უკრაინის მომავალია ახლა ახალი გენერალური მდივნის შერჩევასთან ერთად ინტერესის მთავარი საგანი.
რას უნდა ელოდოს ომში მყოფი ქვეყანა ორგანიზაციისგან ვილნიუსის მოახლოებულ სამიტზე – პროგნოზები და მოლოდინები არაერთგვაროვანია.