მთავარ კითხვაზე – როგორი იქნება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ გუნდს დაასახელებს, რომელთან ერთადაც მუშაობას გეგმავს. მანამდე კი ქართული ოცნების წევრები თავს იკავებენ კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან.
ერთადერთი რასაც უმრავლესობა დაზუსტებით ამბობს, არის ის რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე გუნდში კონსულტაციები დაწყებულია. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლება სრულად უნდა შეიცვალოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის შესახებ წარდგინება უკვე გადააგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელმაც შვიდი დღის ვადაში კანდიდატი უნდა წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს, როდის მოხდება ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკრეტულ დღეზე არ საუბრობენ, მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვადების დაცვის იმოქმედებს.