პარტია „ლელო“ რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნებისთვის იწყებს მზადებას. უმრავლესობის მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „ლელო“ მის კანდიდატურას სწორედ რუსთავში წარადგენს. პოლიტიკურ სტრატეგიაზე პარტიის ოფისში პოლიტსაბჭო მსჯელობს.
დღესვე ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უნდა გაიმართოს კონსულტაციები ოპოზიციური პარტიების ნაწილთან, „ლელოს“ ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ელოდებიან. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერას არ გეგმავს და რუსთავში საკუთარი კანდიდატურის წარდგენისთვის ემზადება. მართველი გუნდი რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
თამარ წიკლაური მუშაობს თემაზე.