ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები თბილისში. საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის ერთობლივ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია მასპინძლობს. კონსულტაციების მთავარი მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინირება და ერთიანი დღის წესრიგის შექმნა საერთო ინტერესის საკითხთა ირგვლივ. გარდა ამისა, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები საზოგადოებას გაუზიარებენ მათი ქვეყნების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღებულ გამოცდილებას და უპასუხებენ სტუდენტების შეკითხვებს.