„კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე ძიება დაიწყო

კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ძიება დაიწყო, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

საქმე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე აღიძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 – მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით მიმდინარეობს.