კონსტიტუციური პროექტი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ

პირველი ნეგატიური გზავნილი უცხოეთიდან „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ სადავო პროექტზე.

ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ევროპის საბჭოდან აკრიტიკებენ. ადამიანის უფლებათა კომისარი ინიციატივის მიღმა ლგბტ პირების დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს და ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებს დამაზიანებელ სტერეოტიპებზე და რიტორიკაზე მიუთითებს. მოწოდებაა, რომ ლგბტ ფობია მკაცრად დაიგმოს. სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის ინიცირებულ პროექტში, რომლითაც ხელისუფლება ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვას გეგმავს. დოკუმენტი მთელ რიგ აკრძალვებს გულისხმობს და მის გარშემო მმართველი გუნდი სახალხო განხილვებს აანონსებს.

მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიცია დისკუსიაში ჩართვას და ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს.