საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ ოპოზიციასა და პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის დაბნეულობა გამოიწვია.
კობახიძემ დღის მეორე ნახევარში თქვა, რომ პარლამენტი პრეზიდენტს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს არ გადაუგზავნის და მისი გამოქვეყნება სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერის გარეშე მოხდებოდა. „ქართული ოცნების“ ამ განცხადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაკეთდა განცხადება იმის შესახებაც, რომ მსგავსი პრეცედენტის შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ფორმით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ პროცესის ლუსტრაცია გადაწყვიტა.