კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიღება გამართა. გიორგი მარგველაშვილმა მეუღლესთან ერთად, დიპლომატებს, სტუდენტებს, საერთაშორისო ორგანიზაციების, საკონსტიტუციო სასამართლოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
პრეზიდენტმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში საზოგადოების კონსოლიდაციისა და ერის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.