შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პრობლემების ანგარიში წარმოადგინა ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა„.
კვლევა თბილისის მასშტაბით ჩატარდა და გამოიკითხნენ როგორც მცირე, ისე დიდი ბიზნესკომპანიები. აღმოჩნდა, რომ დამსაქმებლისთვის ორი ძირითადი პრობლემა არსებობს – შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობა და განათლებისა და კვალიფიკაციის ნაკლებობა. კვლევამ ასევე გამოკვეთა მთელი რიგი სახელმწიფო სერვისების პრობლემა.
ორგანიზაციამ შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა რომელიც სხვადასხვა სახელწიფო უწყებებს დაეგზავნებათ.