სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა შეცვლილ კონსტიტუციურ რეალობაში მოუწევს.
16 დეკემბერს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ქვეყნის უზენაესი კანონის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვით, საქართველო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის.
ახალი კონსტიტუციით სახელმწიფოს მომავალი მეთაური უფლებამოსილებების და უფლებების ნაწილს დაკარგავს და მისი მთავარი ფუნქცია სახელისუფლებო შტოებს შორის არბიტრის როლის შესრულება იქნება.
ახალი პრეზიდენტის ფუნქციებს შორის არის საგარეო პოლიტიკის წარმართვაც, თუმცა მას საერთაშორისო დონეზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მთავრობასთან შეთანხმება მოუწევს.
უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში შეასრულებს.
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით არჩეული პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას არ აპირებს.