კონსერვატორიის ახალი პროექტი

„სამუსიკო სკოლების დათვალიერება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში მათი საჭიროებების აღწერის მიზნით“ – ამ სახელწოდებით სახელმწიფო კონსერვატორიამ პროექტი განახორციელა. მისი მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა. პროექტის ფარგლებში ჩოხატაურში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებმა. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია.