ფრაქცია „კონსერვატორები“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატურას უჭერს მხარს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით მხარს სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.