„საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შვიდ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ზვიად ძიძიგურმა მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო პროგრამაში სამ ძირითად მიმართულებაზეა ყურადღება გამახვილებული. ესენია: ნარკოდამოკიდებულება ქვეყანაში, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების საკითხები.