„ვწერ თავისუფალ თემას“ – კონკურსის ფინალი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა. კონკურსში მოსწავლეები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ და მისი მიზანი განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენაა.
მონაწილეებს, როგორც პირველ, ისე ფინალურ ტურში, ათი თემა ეძლევათ და მათგან ერთ-ერთი უნდა განავრცონ. საუკეთესო თხზულებები კრებულად გამოიცემა. კონკურსის იდეის ავტორი ფილოლოგი გია მურღულიაა.