თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. მან გადაწყვეტილების შესახებ უკვე განაცხადა. ის ამ დროისთვის არხის დირექტორის მოვალეობას ასრულებს. თინათინ ბერძენიშვილი მაუწყებელში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე თითქმის ათი წელია მუშაობს. არის ევროპის მაუწყებელთა კავშირში მედიამართვის კომიტეტის წევრი და გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი. განაცხადების მიღება 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ვასილ მაღლაფერიძემ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება 18 აგვისტოს მიიღო, რის შემდეგაც სამეურვეო საბჭომ კონკურსი გამოაცხადა.