კულტურის სამინისტრომ საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია, საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში, ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა. კონკურსის ბიუჯეტია 80 000 ლარი. ამ თემატიკის კონკურსი სამინისტროს მიერ პირველად ცხადდება.