ქართული მხატვრული მინისერიალების შესაქმნელად კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს. თემატიკა, საქართველოს უახლეს ისტორიას, ქართული სპორტის ისტორიას ან ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას უნდა ეხებოდეს. წარდგენილი პირობების თანახმად, კონკურსი ცხადდება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5-სერიანი ფილმისთვის. თითოეული ეპიზოდის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 45-60 წუთი უნდა იყოს. განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.