„ნამდვილი თუ მოგონილი?!“- კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“უკვე მესამედ აცხადებს კონკურსს, რომლის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში – ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდური მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები. კონკურსში მონაწილეობის მიღება 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეუძლია მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს.
კონკურსის პარალელურად, კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი ათამდე სკოლაში ჩაატარებს ონლაინტრეინინგებს.