კონკურსი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებს, ასევე დამწყებ მომღერლებს,  საშუალება ეძლევათ მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრების სპექტაკლებსა და კონცერტებში მიიღონ მონაწილეობა.

უცხოელი სპეციალისტები საქართველოში იმყოფებიან და კასტინგს ატარებენ. დღეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 17 მომღერალს მოუსმენენ. შერჩეული მომღერლები სტაჟირებას გაივლიან მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში, ჩაერთვებიან სპექტაკლებსა და კონცერტებში.